გიგი უგულავა ბესელიას და გოგიჩაიშვილს - რომ ღაღადებთ, მოსამართლეები ადრე უკანონობას ჩადიოდნენო, ჩადიოდნენ, ჩადიან და კვლავაც ჩაიდენენ, იმიტომ, რომ მონობას არიან შეჩვეული

მე მინდა ბესელიას და გოგიჩაიშვილს ვუთხრა, რომ ღაღადებთ, ეს მოსამართლეები უკანონობას ჩადიოდნენო ადრე, ჩადიოდნენ, ჩადიან და კვლავ ჩაიდენენ, იმიტომ, რომ ეს ხალხი მონობასაა შეჩვეული, - ამის შესახებ დავით კირკიტაძის საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს მოსამართლემ დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მითითებით მიიღო.

„დღეს, როდესაც ყველა წინაპირობა მოიხსნა წინასწარი პატიმრობის, ამ მოსამართლემ თავზე გადაახია იგივე აპელაციას გადაწყვეტილება, რომელმაც თქვა, რომ მიმალვის საფრთხე არ არის“, - განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილსაც მიმართა და განაცხადა, რომ ეს მოსამართლეები უკანონობას ჩადიოდნენ, ჩადიან და კვლავაც ჩაიდენენ.

„მე მინდა ბესელიას და გოგიჩაიშვილს ვუთხრა, რომ ღაღადებთ, ეს მოსამართლეები უკანონობას ჩადიოდნენ ადრე, (იმას აღარ მოვყვები, კობახიძე რა სისულელეებსაც იძახის ეხლა რომ კეთილი ფერიები გახდნენ) ადრე კი არ ჩადიოდნენ მეგობრებო, ჩადიოდნენ, ჩადიან და კვლავ ჩაიდენენ, იმიტომ, რომ ეს ხალხი მონობასაა შეჩვეული. ეს ხალხი მსახურებასაა შეჩვეული. სხვანაირად ამათ არ იციან“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მოსამართლემ დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კირკიტაძე და მუსაევი ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს