ლევან სურგულაძე - საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კონკურსი ღია და გამჭვირვალე იქნება

საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კონკურსი ღია და გამჭვირვალე იქნება, - ამის შესახებ „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორმა ლევან სურგულაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, თითქმის დასრულდა შესარჩევი კომისიის დაკომპლექტება, რომელმაც საინვესტიციო საბჭოს 5 წევრი უნდა შეარჩიოს.

„ეროვნული ბანკიდან ველოდებით ერთ დამოუკიდებელ წევრს, უკვე გვყავს სამი წევრი პარლამენტიდან, საპენსიო საბჭოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და როგორც კი შესარჩევი კომისია შეიქმნება, მაშინვე გამოვაქვეყნებთ ორ საერთაშორისო პუბლიკაციაში ვაკანსიებს. ეს დიდი ალბათობით იქნება “finacian times”და “the economis”-ი. შემდგომ 21 დღის განმავლობაში მივიღებთ აპლიკაციებს. კომისია შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს საინვესტიციო საბჭოს ხუთ წევრს, პარლამენტის დამტკიცების შემდეგ უკვე დამტკიცდება უფროსი საინვესტიციო ოფიცერი. პარალელურ რეჟიმში დაკომპლექტდება რისკის კომიტეტი, რომელიც სამი წევრისგან შედგება და საინვესტიციო საქმიანობის პროცესში თითოეული ტრანზაქციის დონეზე გააკონტროლებენ საინვესტიციო საქმიანობას,“-აცხადებს ლევან სურგულაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა