ლევან გოგიჩაიშვილი - მოიკითხეთ, რამდენი მოსამართლეა, ვისაც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა ამოწურული არ ჰქონდა, მაგრამ უვადოდ დროზე ადრე დაინიშნა

მოიკითხეთ, რამდენი მოსამართლეა, ვისაც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა ამოწურული არ ჰქონდა, მაგრამ უვადოდ დროზე ადრე დაინიშნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია “ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

გოგიჩაიშვილი იმასაც ამბობს, რომ „ვისაც ყველაზე მეტად მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების პროცესის შეჩერების საკანონმდებლო ინიციატივა მოხვდა, არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო“.

“ეს არის ინსტრუმენტი იუსტიციის საბჭოს ხელში, რათა ხელში ჩაიგდოს მთლიანად სასამართლო. მოიკითხეთ, რამდენ ადამიანს არ ჰქონდა გასული 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა, მაგრამ უვადოდ დროზე ადრე დაინიშნა. მოიკითხეთ რამდენი მოსამართლეა ასეთი! ჩვენ მორატორიუმის თაობაზე ინიცირებულ პროექტს მოვაყოლებთ პროექტს, რომელიც დაარეგულირებს, თუ რა და როგორ უნდა მოხდეს, როცა მოსამართლეს 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა ამოეწურება. ჩვენ მეორე კანონპროექტს ვამზადებთ, სადაც აღნიშნული საკითხები დეტალურად იქნება ჩამოწერილი. მორატორიუმის ფარლებში ჩვენ ვიღებთ პაუზას, ვადას იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო რეფორმა შედგეს. დღეს-დღეობით ისეთი ტემპით მივდივართ, რომ ყველაფერი წყალში იყრება - საბოლოო ჯამში, გამოვიდა, რომ საბოლოო პროდუქტი არის ის მოცემულობა, რა მოცემულობაც დღეს არის. ეს არის უმძიმესი!“ - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან გოგიჩაიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო