ეკატერინე მიქაბაძე - საერთაშორისო რეიტინგების გაუმჯობესება პოზიტიური სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემო ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში

„ევროპის პალატის“ ყოველწლიურ კვლევაში, რომელშიც შეფასებულია ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის, საქართველოს პოზიცია 2 საფეხურით გაუმჯობესდა, რის შედეგადაც ის 46 ევროპულ სახელმწიფოს შორის მე-16 პოზიციაზეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, კვლევაში შეფასებულია რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი - კორპორატიული გარემო, კანონმდებლობა, სამთავრობო პოლიტიკა, სოციალური გარემო და პირობები, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს ან პირიქით ხელს უშლის კერძო სექტორს როგორც ბიზნესის დაწყების, ასევე წარმოებისა და გაფართოების თვალსაზრისით, როგორც მოკლე, ასევე, გრძელვადიან პერიოდში.

„კვლევამ ცალსახად აჩვენა, რომ რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ატარებს ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით, არის წარმატებული, რაც მნიშვნელოვანი და დადებითი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 2 ადგილით გაუმჯობესდა და მე-18 ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა, ასევე გაუმჯობესდა საქართველოს სარეიტინგო ქულაც 1.98 პუნქტით და 71.0 ქულა შეადგინა.

ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი ქვეყნების შეფასების წყაროდ იყენებს მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთებისა“ და საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ რეიტინგის მონაცემებს. შესაბამისად, ქვეყნებისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ეფუძნება აღნიშნული რეიტინგების ქულებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, "საერთაშორისო რეიტინგებში გაუმჯობესება ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანაში ბიზნეს გარემო ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპის მასშტაბით.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო