ვახტანგ ჭარაია - „ევროპის პალატის“ ყოველწლიურ კვლევაში, საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება, ქვეყნის სწორი საინვესტიციო პოლიტიკის კიდევ ერთი აღიარებაა

„ევროპის პალატის“ ყოველწლიურ კვლევაში, რომელშიც შეფასებულია ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის, საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება,საქართველოს სწორი საინვესტიციო პოლიტიკის კიდევ ერთი დამატებითი აღიარებაა,” - განაცხადა ეკონომიკის მკვლევარმა ვახტანგ ჭარაიამ ევროპის პალატის „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის” 2019 წლის რეიტინგის კომენტირებისას. ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, საქართველოში ჯამურად შემოსული 18.3 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციებიდან 40 პროცენტი (7.4 მილიარდი დოლარი) სწორედ ევროკავშირიდანაა შემოდინებული, ამიტომ „ევროპული ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ საქართველოს დაწინაურება ევროპელ ინვესტორებს კიდევ უფრო მეტად გაუძლიერებს საქართველოში ინვესტირების სტიმულს.“

ეკონომიკის მკვლევარის განცხადებით, სასიხარულოა, რომ საქართველო კვლავაც ინარჩუნებს და აძლიერებს ლიდერის პოზიციებს როგორც კავკასიაში ასევე მთლიანად ევროპის მასშტაბითაც.

„ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის უპირატესობების სრულად ასათვისებლად და ინვესტორების სწორედ საქართველოში გადმოსაბირებლად,” - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა