საკრებულოს უმრავლესობის წევრი ლევან ხაბეიშვილს - შენ ხარ თავხედი, სამწუხაროა, რომ ასეთი კოლეგა გვყავს საკრებულოში

თბილისის საკრებულოს სხდომა კამათისა და ურთიერთდაპირისპირების ფონზე წარიმართა.

სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს უმრავლესობის წევრებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის მოხდა.

საკრებულოს სხდომაზე ლევან ხაბეიშვილმა მისთვის მნიშვნელოვანი სამი საკითხი დააყენა, რის შემდეგაც მას საკრებულოს ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ ერთ-ერთ თემაზე უპასუხა. კერძოდ, სამგორში, ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით.

სოხაძის თქმით, ტერიტორიას საზოგადოებრივი ზონის სტატუსი შეეცვლება და ეს მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გამო ხდება.

საკითხზე მსჯელობისას სოხაძესა და ხაბეიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„შენ ხარ თავხედი. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი თავხედი კოლეგა გვყავს საკრებულოში. ოპონენტები არაკვალიფიციურები არიან. ამოიღებენ ფოტოებს და იმაზე საუბრობენ, " - განაცხადა სოხაძემ. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღება ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება.

თავის მხრივ ხაბეიშვილმა სოხაძეს მიმართა, რომ იტყუება და მისი საუბარი უზდელობაში გადადის.

ამავე საკითხს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბექა დავითულიანიც გამოეხმაურა, რასაც ხაბეიშვილთან მისი სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ხუმრობით აღნიშნა, რომ „ლევან ხაბეიშვილი ვირტუალურ მთავრობაში გენერალური პროკურორის თანამდებობაზეა წარდგენილი“.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა