მიხეილ ბენიძე - მოგვიწევს სასამართლო სისტემაში ძალიან უხეში ჩარევა, როგორზეც დღეს არის საუბარი, ან მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები

დღეს სასამართლო სისტემაში გვაქვს კრიტიკულად კრიზისული სიტუაცია, საიდანაც შესაძლოა, სხვადასხვა სახის გამოსავალი იყოს ადეკვატური, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ განაცხადა.

ბენიძის თქმით, ეკა ბესელიას ინიციატივას, რომელიც უვადოდ დანიშნულ 150 მოსამართლეს ეხება, დეტალურად არ იცნობს, ამიტომაც კონკრეტული შეფასების გაკეთება გაუჭირდება.

„უვადოდ მოსამართლეთა განმწესების წესის შეჩერებას ჩვენ ჯერ კიდევ 2015 წელს ვითხოვდით, მაშინ, როდესაც დაიწყო გაუმჭვირვალედ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი. თუმცა მას შემდეგ რიგი საკითხები შეიცვალა, მათ შორის ახალი კონსტიტუცია შევიდა ძალაში. ბესელიას ინიციატივის დოკუმენტი არ მინახავს, თუმცა ეს საკითხი სამსჯელოა. ერთი მხრივ, აქ შემოდის კონსტიტუციურობის საკითხი, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეებს ჰქონდეთ გარანტია, რომ მათ არ შეეხებათ გარკვეული რეგულაციები პოლიტიკური ცვლილებებიდან გამომდინარე. ჯერ უნდა საფუძვლიანად ვნახოთ, რას გულისხმობს ინიციატივები და შემდეგ შეიძლება საუბარი იმაზე, ინიციატივა რამდენად მისაღებია,“ - განაცხადა ბენიძემ.

მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში ძირეული და მნიშვნელოვანი ცვლილებები ვერ განხორციელდება, სანამ არსებობს კლანი, რომელიც პროცესებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე აკონტროლებს.

„სანამ დაკომპლექტების წესზე გადავალთ, მნიშვნელოვანია, იმ კონკრეტულმა პირებმა დატოვონ სასმართლო სისტემა, რომლებიც დაპატრონებულები არიან ამ სისტემას. დღეს ვდგავართ შემდეგი პრობლემის წინაშე: მივიღეთ კონკრეტული კანონმდებლობა, რიგი საკითხები, რომლებიც მხარდაჭერილია ვენეციის კომისიის მხრიდან, საკონსტიტუციო ცვლილებებიც შევიდა ძალაში, მიღებულია რიგი კანონები, რომლებიც მისაღებია, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებისათვის, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის გათვლილი იმ რეალობაზე, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო კეთილსინდისიერად და კანონმორჩილად ასრულებს საკუთარ უფლებამოსილებას მაშინ, როდესაც იქ გარედან არ არის გარე და კლანური ინტერესები. სწორად რომ ემუშავა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მაშინ არც დაგვიდგებოდა ის პრობლემები, რის წინაშეც ვარ. აქედან გამოსავლის პირველი ნაბიჯია თავისით დატოვონ სასამართლო სისტემა იმ პირებმა, ვინც არაჯანსაღ გავლენას ახდენს მასზე, შემდეგ უკვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, როგორ დავხვეწოთ საკანონმდებლო ბაზა - ან მოგვიწევს ძალიან უხეში ჩარევა, როგორზეც დღეს არის საუბარი ან მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები. თუნდაც ძალიან კარგი კანონმდებლობა გაიწეროს, შეიძლება არ იყოს საკმარისი კოსმეტიკური ცვლილებები იმისათვის, რომ რეალურად აღმოიფხვრას პრობლემა, თუ იგივე კლანური მმართველობა დარჩება სისტემაში და ეს ახალი, თუნდაც ძალიან კარგი კანონებიც მოემსახურება იმავე კლანის ინტერესებს“, - განაცხადა ბენიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო