ესპანეთის უზენაეს სასამართლოში კატალონიის სეპარატისტი ლიდერების პროცესი დაიწყო

ესპანეთის უზენაეს სასამართლოში კატალონიის სეპარატისტ ლიდერებთან მიმართებაში სასამართლო პროცესი დაიწყო.

ბრალდებულებს შორის 12 პოლიტიკოსი და აქტივისტია, რომლებსაც ბრალად ამბოხების ორგანიზება და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა ედებათ. როგორც ცნობილია, ესპანეთის პროკურატურა ბრალდებულებისთვის 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

სასამართლოს წინაშე წარსდგებიან კატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილე ორიოლ ჟუნკერასი, მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრები და კატალონიის პარლამენტის ყოფილი დეპუტატები.

მოწმეების სახით დაიკითხებიან ესპანეთის ყოფილი პრემიერი მარიანო რახოი და ვიცე-პრემიერი სორაია საენს დე სანტამარია.

რაც შეეხება კატალონიის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს კარლეს პუჩდემონს, ის ამ საქმეზე ბრალდებულის სახით წარდგენილი არ არის, ვინაიდან ბელგიაში იმალება. მან აღნიშნა, რომ ეს სასამართლო პროცესი „მადრიდის მხრიდან შურისძიების გამოვლინებაა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო