გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 თებერვალს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნაოზა, ახალუბანი, მისაქციელი, ნავაზარი და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ანანური, ცივწყარო, ფიტავი, ვარდი, ჟინვალი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების
დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.