რევაზ სოხაძე -  ვწუხვარ, რომ ჩვენ გვყავს არაკვალიფიციური ოპონენტები, რომლებიც ვერ ერკვევიან და არც აინტერესებთ საკითხები

საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის ბრალდებებს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ უპასუხა. რევაზ სოხაძის განცხადებით, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებები ხშირ შემთხვევაში არაკვალიფიციურია და მათი მთავარი მიზანი არა საკითხის განხილვა არამედ მედიის ყურადღების მიქცევაა.

„ვწუხვარ, რომ ჩვენ გვყავს არაკვალიფიციური ოპონენტები, რომლებსაც არ აინტერესებთ და ვერც ერკვევიან საკითხებში. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ნანგრევებია რაც შეიძლება მეტი კორპუსი აშენდეს და ამით მოსახლეობას საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდეს. მინდა გითხრათ, რომ ვარკეთილის მესამე მასივში ყველა კორპუსი ავარიულია. მათ ადგილას უნდა აშენდეს ათობით ახალი კორპუსი, რომ მოსახლეობამ იცხოვროს უსაფრთხო გარემოში. რაც შეეხება ზონას, აღნიშნულ ტერიტორიას გენერალური გეგმის პროექტის მიხედვით, ადევს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა ორი, რაც გულისხმობს ოთხ და ექვს კოეფიციენტს, მესაკუთრეს შეეძლო 20 სართულიანი კორპუსების აშენება, თუმცა დედაქალაქის მთავრობასთან მოლაპარაკებების შედეგად, მიღწეული იქნა შეთანხმება და აღნიშნულ ტერიტორიაზე 10 სართულიანი კორპუსები აშენდება,“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

საკრებულოს წევრის განმარტებით, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის საკრებულომ მიიღო ქალაქის ინტერესებს პასუხობს.

აღნიშნულ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს