თბილისის მერიამ საკრებულოსგან 62 800 მლნ ლარის სესხის აღებაზე თანხმობა მიიღო

თბილისის მერიამ საკრებულოსგან 62 800 მლნ ლარის სესხის აღებაზე თანხმობა მიიღო. სხდომაზე თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტი ერთი მილიარდ 105 მლნ ლარის მოცულობის იქნება. მისივე თქმით, ამ მოცულობის ბიუჯეტი კი თბილისს არასდროს ჰქონია.

ხმალაძის განმარტებით, 2-3 თვეში მათ ექნებათ 105 მლნ ლარის ტრანსფერი ცენტრალური ბიუჯეტიდან. ამ თანხის მიღებამდე კი მერიას სურს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განსახორციელებლად 62 მლნ ლარზე მეტი მოცულობის საკრედიტო ხაზი გახსნას. ამდენად, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მერიამ კომერციული ბანკისგან სესხის ასაღებად თანხმობა საკრებულოსგან მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა