ირაკლი ზარქუა - წელს თბილისის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა ოპოზიციიის ბრალდებებს პასუხობს. მისი თქმით, 2019 წელს თბილისში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი, რომელთა დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერით ხდება, რაც დაახლოებით 100 მილიონ ლარს შეადგენს.

„მინდა მადლობა ვუთხრა მერიას და მის წარმომადგენლებს, რომ არ კარგავენ არც ერთ წუთს და წელს თბილისის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია და ის მილიარდ ლარს აჭარბებს. აქედან მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. ტრანსფერი, რომელიც ამ პროექტების განსახორციელებლად არის განსაზღვრული, როგორც წესი წლის შუა პერიოდში ირიცხება. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისთვის აქტიური პერიოდი ზაფხულია, საჭიროა ტენდერები დროულად გამოცხადდეს. სწორედ ამიტომ, თბილისის მერიამ ძალიან აქტიურად იმუშავა საფინანსო სექტორთან სპეცტრანსფერის მიღებამდე, გახსნას საკრედიტო ხაზი 62 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მოგვცემს წინასწარი სამუშაოების წარმოების შესაძლებლობას“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, ეს არის ალტერნატიული ფინანსური რესურსი, რომ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა, გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია, ორბელიანის და გუდიაშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია, მეტეხის ხიდთან არსებული ისტორიული ხიდის აღდგენა, უახლოეს პერიოდში დაიწყოს.

ირაკლი ზარქუას განცხადებას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო