ბექა დავითულიანი - ოპოზიციას შოუს დადგმა და ყველაფრის იმ რეჟიმში გადაყვანა სურს, რასაც თვითონ გვთავაზობენ

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ოპოზიცია შოუს დადგმაში დაადანაშაულა.

„ჩვენს ზოგიერთ ოპოზიციონერ კოლეგას სურს, რომ ერთი მსახიობის თეატრად აქციოს საკრებულო, რაც რა თქმა უნდა არ გამოუვა. მას შეუძლია სახლში ჩაიკეტოს და იქ იმსახიობოს. მათ შოუს დადგმა და ყველაფრის იმ რეჟიმში გადაყვანა სურთ, რასაც თვითონ გვთავაზობენ. ჩვენ რა თქმა უნდა ამ ფორმატს არ უნდა მივყვეთ და უნდა ვისაუბროთ საქმიან საკითხებზე,“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მან საკრებულოს დღევანდელი სხდომის ძირითად საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

„ეს არის სესხი 62 მილიონის ოდენობით, რომელსაც ავიღებთ და რომელიც საშუალებას მოგვცემს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დავიწყოთ, სანამ სპეცტრანსფერით დაგვეწევა თანხები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით წელს არის უპრეცედენტო წელი. მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ნაგავსაყრელის მოწესრიგების და ნაგვის გადამუშავების სისტემის, სეპარირების კრედიტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის ის, რომ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მიმართ დაფინანსება იზრდება,“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მან საკრებულოს წევრებს მოუწოდა რეალურ საკითხებზე იმსჯელონ და არა ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.

ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო