ლევან ჟორჟოლიანი - როდესაც ხელისუფლება საქმის გასაკეთებლად კრედიტებს იღებს, ოპოზიცია ცდილობს ემიგრანტებს ფული დაცინცლოს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ ოპოზიცია მმართველი გუნდის წევრების წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას ცდილობს. მისი თქმით, მაშინ, როდესაც ხელისუფლება საქმის გასაკეთებლად კრედიტებს იღებს, ოპოზიცია ცდილობს ემიგრანტებს ფული დაცინცლოს და ვირტუალური თანამდებობები შექმნას.

„როგორც ჩანს, მითი მათი ლიდერის ყოვლისშემძლეობასთან დაკავშირებით ინგრევა და საკუთარი აქტივიც ეკარგება. ყველაზე სახიფათო ამ ძალისთვის არის 2018 წელს თბილისში განხორციელებული და 2019 წელს და შემდეგ წელში განსახორციელებელი პროექტები, რომლებსაც თბილისის მერი ხელმძღვანელობს. დედაქალაქის მერიას ამაში ჩვენ დიდ პოლიტიკურ თანადგომას ვუცხადებთ და ჩვენი დემორალიზება და შავი პიარის აგორება არის კონკრეტულად თბილისის საკრებულოში არსებული ამ ძალის მიზანი,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა. მისივე თქმით, ოპოზიციის ეს სცენარი მარცხით დასრულდება.

ლევან ჟორჟოლიანის განცხადებას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა