სულხან სალაძე - როდესაც მოსამართლეთა უვადო დანიშვნის წესის გადადებაზე  ვსაუბრობთ, უნდა ვისაუბროთ შესაძლო რისკებზეც

ვფიქრობ, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის გადადება არ არის ერთადერთი საკითხი, რომლითაც შეგვიძლია სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გადაჭრა უზრუნველვყოთ, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განუცხადა.

სალაძე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის გადადების ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის განახლებაა.

„ვფიქრობ, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები უფრო დიდი და ფართოა, ვიდრე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის მოქმედების შეჩერება. იუსტიციის საბჭო უნდა განახლდეს და იმ წევრებმა, რომლებმაც თავის დროზე სიის ნომინირებას დაუჭირეს მხარი, საკუთარი განცხადებების საფუძველზე პოსტები უნდა დატოვონ. ჩვენ უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს. თუ იუსტიციის საბჭოს იგივე შემადგენლობა დარჩება, მხოლოდ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერება ვერ იქნება გამოსავალი. ცხადია, ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი ან გარკვეული ტიპის პრევენცია შეიძლება იყოს მათ შორის მოსამართლეთა დანიშვნის წესის შეჩერება, თუმცა ვფიქრობ, კარგად უნდა იყოს გააზრებული ის რისკები, რომლებიც შეიძლება ამ პროცესს თან ახლდეს“, - განაცხადა სალაძემ.

რაც შეეხება რისკებს , „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს შეუძლია აღარ დანიშნოს მოსამართლეები, არ ჩაატაროს კონკურსები, ეფექტურად არ იფუნქციონიროს უმაღლესმა სკოლამ, არ მოიზიდოს რესურსები და შესაბამისი კადრები.

,,რა თქმა უნდა იუსტიციის საბჭოს ხელში არსებული ბერკეტების გამოყენება ფორმალურად თუ არაფორმალურად შექმნის გარკვეული ტიპის პრობლემებს. ამიტომ ასე მგონია, როდესაც ამ პროცესებზე ვსაუბრობთ, ასევე უნდა ვისაუბროთ იმ შესაძლო რისკებზე, რომელიც თან ახლავს და ამ რისკების დაზღვევაზეც უნდა გვქონდეს ერთგვარი გათვლები“, - აღნიშნა სულხან სალაძემ.

,,ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა რას ფიქრობს საიას თავმჯდომარე დეპუტატ ეკა ბესელიას კიდევ ერთ ინიციატივაზე, რომელიც უვადოდ უკვე დანიშნულ 150 მოსამართლეს ეხება. „მე არ ვიცნობ მეორე ინიციატივას, ამიტომ ჯერ თავს შევიკავებ შეფასებებისგან, თუმცა ვიტყვი ერთ რამეს - ისეთი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიღებული, რომელიც პრობლემას შეუქმნის სასამართლო სისტემაში იმ მოსამართლეებს, რომელთა მიმართ საზოგადოებას კითხვები არ აქვს“, - განაცხადა სალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს