თამარ ტალიაშვილი - ოპოზიცია ცრუ ბრალდებებით მუდმივად ცდილობს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტების გადაფარვას

„დესტრუქციული განცხადებებით ოპოზიციის მხრიდან ყოველდღიურად ხდება თბილისის მნიშვნელოვანი ინოვაციურ-შემოქმედებითი სიახლეების გადაფარვა“, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ოპოზიციის შენიშვნებს. მისი თქმით, ისინი მუდმივად ცდილობენ ცრუ ბრალდებებით ხელისუფლების მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების გადაფარვას.

,,დღეს დილით განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა შემოქმედებითი ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხდომაზე გამოითქვა წუხილი იმის თაობაზე, რომ მედიაში საკმარისი დრო არ ეთმობა კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს პოპულარიზაციას. არ შეიძლება ქვეყანაში ხელოვნურად შევქმნათ ისეთი მდგომარეობა, რომ ვაიძულოთ მედია და ახალი ამბები ორიენტირებული იყოს მხოლოდ დესტრუქციაზე“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეიქმნა ახალი პლატფორმა შემოქმედებითი თბილისისათვის, რომელიც ახალ შესაძლებლობებს მისცემს ხელოვანებს. ,,წელიწადში ორჯერ, კონკურსის წესით ხელოვანებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ამ პლატფორმაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა მერიას“, - განაცხადა დეპუტატმა.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა