სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 13 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისის რაიონების ნაწილს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 13 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

„თელასის“ ინფორმაციით, კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაკტიონ ტაბიძის, დადიანის, ასათიანის, ლერმონტოვის, ბეთლემის, ლორთქიფანიძის და მაჩაბელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, ყიფშიძის, მიხეილ თამარაშვილის, იმედაძის, ირაკლი უჩანეიშვილის, არაყიშვილის, ფალიაშვილის, ირაკლი აბაშიძის და რამიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), შანიძის, ღამბაშიძის, შარაშიძის, კერესელიძის, ერეკლე ტატიშვილის, გოგებაშვილის, გუნიას, თარხნიშვილის, კოსტავას, ქუჩიშვილის, გალის, როდენის, ჯანაშიას, ვარაზისხევის, ვერიკო ანჯაფარიძის, ბარნოვის, თერგის, ყაზბეგის, იაკობ ნიკოლაძის, მელიქიშვილის, ბელინსკის, პეტრიაშვილის, მილორავას, ალექსი მაჭავარიანის, სოფიკო ჭიაურელის, გუდაურის, შიო მღვიმელის, თუმანიშვილის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, კოტე მახარაძის, ზანდუკელის, ჭოველიძის, ბაშალეიშვილის და ანანურის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის, მუხაძის და ახვლედიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), სურამის, ნინოშვილის, წინამძღვრიშვილის და ფოცხვერაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერაბ ალექსიძის, ანდრია აფაქიძის და ბიძინა კვერნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, VI მიკრორაიონების, მიქატაძის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა