გია ვოლსკი - სცოდავენ უმრავლესობის ერთი თუ მეორე მხრიდან, როდესაც კონკრეტული პერსონების დაპირისპირება მიმდინარეობს ღია ეთერში

სამწუხაროდ, სცოდავენ უმრავლესობის დღევანდელი წარმომადგენლობის ერთი თუ მეორე მხრიდან, როდესაც კონკრეტული პერსონების დაპირისპირება მიმდინარეობს ღია ეთერში, - ამის შესახებ პარლმენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობს, უმრავლესობის სხდომაზე ან პარლამენტში უნდა გადაწყდეს

"როდესაც საკანონმდებლო ინიციატივებზე ვსაუბრობთ, გარკვეულ მედიასაშუალებებს წესად აქვთ ქცეული, რომ პერსონალიზაცია მოახდინონ ამ საკითხის. სამწუხაროდ, სცოდავენ უმრავლესობის დღევანდელი წარმომადგენლობის ერთი თუ მეორე მხრიდან, როდესაც კონკრეტული პერსონების დაპირისპირება მიმდინარეობს ღია ეთერში.

საკმაოდ საინტერესო საკითხია და საინტერესო პოზიცია აქვს იმ ხალხს, ვინც თვლის, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა არ შეესაბამება კონსტიტუციურ ნორმებს. თუმცა მათი მოსაზრებაც საინტერესოა, ვინც განსხვავებულად ფიქრობს. ეს საკითხი ნამდვილად უნდა გადაწყდეს უმრავლესობაში, ან კომიტეტზე ან საპარლამენტო დებატების დროს. როგორ აისახება ეს შემდგომ გუნდის ერთობაზე, ეს უკვე კონკრეტულ პიროვნებებზეა დამოკიდებული,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

იხილეთ ვიდეო: გია ვოლსკი თანაგუნდელებს აკრიტიკებს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა