თბილისის საკრებულომ მერიას EBRD-იდან 15 მლნ ევროს სესხის მიღებაზე თანხმობა მისცა

თბილისის საკრებულომ მერიას EBRD-იდან 15 მლნ ევროს სესხის მიღებაზე თანხმობა მისცა. საკითხი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განსახილველად თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა.

თალაკვაძის თქმით, 15 მლნ ევროს ოდენობით სესხი მოხმარდება „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ განსახორციელებულ ინიციატივებს. დაგეგმილია „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკის განახლება. კერძოდ, 9 მლნ ევრო დაიხარჯება 63 ერთეული ნაგავშემკრები მანქანების შეძენისთვის, ასევე მოხდება 7 მექანიკური დამგველი მანქანის შეძენა, 1,300 მლნ ევრო - ნაგვის დასახარისხებელი სპეციალური სადგურის რეაბილიტაციას, 4 მლნ ევროზე მეტი - წყლის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციას და ასე შემდეგ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს