გიორგი ჩაკვეტაძე - ოპოზიციამ სცადა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების გადაფარვა, თუმცა უშედეგოდ

„როდესაც ეს ადამიანები საუბრობენ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ცოტაც და წიწაკის გაზს ამოიღებენ და შეგვასხურებენ“, - ასე გამოეხმაურა საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ოპოზიციის ბრალდებებს უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე. მისივე თქმით, ოპოზიციამ სცადა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების გადაფარვა, თუმცა უშედეგოდ.

როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, ამ ადამიანებს არ უხარიათ ქვეყნის წინსვლა და დედაქალაქში განხორციელებული პროექტები. „მათ არ უხარიათ ის, რომ გრძელდება ბინების დაკანონება, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში მყოფი აუტისტური სპექტრის მქონე ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდა და მრავალი სხვა პროექტი, რომელსაც დედაქალქის მერია წარმატებით ახორციელებს. საკრებულოს დეპუტატებმა, მუდმივ რეჟიმში, მერიასთან ერთად, უნდა მოვახდინოთ ამ პროექტების მონიტორინგი. ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების, როგორიცაა გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების რეაბილიტაცია, ვაშლიჯვრის ესტაკადა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო