ირაკლი ზარქუა - ვირტუალური მთავრობის "გენერალურმა პროკურორმა" ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე მასკარადი დადგა - ეს მათი ნიშაა

"ვირტუალური მთავრობის "გენერალურმა პროკურორმა" ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე მასკარადი დადგა - ეს მათი ნიშაა", - ამის შესახებ საკრებულოს ქონების მართვისა და საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მან ისაუბრა ე.წ. ნავთლუღის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს ახალ გენერალურ გეგმასთან შესაბამისობაში მოდის. "დღეს მნიშვნელოვანი თემები განვიხილეთ, თუმცა ვირტუალურ მთავრობას, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ქმნიან ოპოზიციიდან, ბატონი ხაბეიშვილი გენერალურ პროკურორად ჰყავთ დანიშნული, მანაც მანტია მოირგო და რაღაც მასკარადებს დგამს, სიცრუის ტირაჟირებით არის დაკავებული. ეს მათი ნიშაა და ღმერთმა ხელი მოუმართოთ, ჩვენ კი საქმეს ვაკეთებთ. ნავთლუღის ტერიტორიაზე გავერანებული ადგილია და ცენტრის მაგივრად, სადაც სუნთქვა არ შეიძლება, ჩვენ პირიქით, შეიძლება მივცეთ ბიზნესს საშუალება, განაპირა რაიონებში, სადაც შესაძლებლობაა, იმ ფუნქციური ზონით მოხდეს განვითარება, რა ფუნქციური ზონაც არის. მთავარია, რომ ცენტრალურ უბნებში მაქსიმალურად შევზღუდეთ მშენებლობათა კოეფიციენტების მატება, ნებართვების გაცემა, ხოლო რაიონი და თბილისის შემოგარენი უნდა განვითარდეს, სადაც ნებართვა გავეცით და შევითანხმეთ გეერგე. სტატუსის ცვლილება ახალ გენერალურ გეგმასთან შეთანხმებულია. ოპოზიციამ უბრალოდ დღეს გამოიღვიძა, კომისიაზე პასუხი გაეცათ, შემდეგ ხმა არ ამოუღიათ და მასკარადი აქ დადგეს", - განაცხადა ზარქუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო