მსჯავრდებული შოთა შანიძე, რომელმაც #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა, კვლავ უგონო მდგომარეობაშია

მსჯავრდებული შოთა შანიძე, რომელმაც #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა, კვლავ უგონო მდგომარეობაშია.

შანიძე ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მსჯავრდებულის დედის ინფორმაციით, შვილის სანახავად რეანიმაციაში ვერ შედის, რადგან სპეციალური ნებართვა არ აქვს.

მისი თქმით, მისი შვილის თვითმკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით გარკევული ეჭვები აქვს.

„უკვე გამიჩნდა ეჭვები. შოთა არ იღებდა მედიკამენტებს, არ ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები, ვარჯიშობდა და ჰქონდა მიზანი, რომ მისი უდანაშაულობა დაემტკიცებინა“, - განაცხადა ნატო შანიძემ.

მსჯავრდებულის სასამართლო პროცესი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 22 თებერვალსაა ჩანიშნული. ადვოკატის ინფორმაციით, თუ შანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, პროცესის გადადებას მოითხოვენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა