გია ხუხაშვილი - კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებით ხელისუფლება ოპონენტებს პოლიტიკურ დევნაზე საუბრის საფუძველს უქმნის

ბოლო პერიოდში გახმაურებული ინციდენტების ფონზე, სადაც ხელისუფლება გადაჭარბებით ლოიალური იყო და წაყრუების რეჟიმში მუშაობდა, კირკიტაძის დაპატიმრება ტოვებს შერჩევითი სამართლის არსებობის საფუძველს, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია ხუხაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვების შესახებ.

როგორც გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სასამართლო საჭიროებს ძირეული რეფორმის ჩატარებას, რათა დღეს არსებული დრამატული ვითარება შეიცვალოს.

„ბოლო პერიოდში გახმაურებული ინციდენტების ფონზე, სადაც ხელისუფლება გადაჭარბებით ლოიალური იყო და წაყრუების რეჟიმში მუშაობდა, იგივე ჭიდაობის ფედერაციაში განვითარებულ მოვლენებში, გეგეშიძის ეპიზოდი ავიღოთ, კირკიტაძის დატოვება ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება, რითაც ხელისუფლება უქმნის ოპონენტებს პოლიტიკურ დევნაზე საუბრის საფუძველს. ამ შემთხვევაში შერჩევითი სამართლის სუნი ტრიალებს და ეს არის ძალიან სამწუხარო.

ჩვენი სასამართლო იქცა „ავგიოსის თავლად“ და სწორედ ახლა მიდის ის დიდი პროცესი, რომელიც უნდა დასრულდეს სასამართლოში ძირეული რეფორმის ჩატარებით, რადგან განსაკუთრებით ამ ფონზე, როდესაც საზოგადოება სასამართლოში არსებულ მანკიერებაზე საუბრობს, მოსამართლეების მონური მდგომარეობის ხარისხი კიდევ უფრო იზრდება, ვინაიდან ისინი გრძნობენ, რომ მთლიანად ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული მათი მომავალი. ახლა გვაქვს ძალიან დრამატული ვითარება და სასწრაფოდ უნდა ვნახოთ გამოსავალი, თორემ საბოლოოდ აღმოჩნდება სასამართლო პოლიტიკურ ვერტიკალში ჩასმული“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

მოსამართლემ დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა მიიღო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს