ანონსი 13 თებერვალი

13 თებერვალს, 09:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ სამოქალაქო განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტისა (CDRI) და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის (EGI) ორგანიზებით გაიმართება ფორუმი „აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ქვეყნები დეზინფორმაციის წინააღმდეგ”. ღონისძიებას დაესწრებიან აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ქვეყნების წამყვანი არასამათავრობო ორგანიზაციების, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიებისა და მედიის წარმომადგენლები.

13 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში ღია საზოგადოების ფონდი და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები წარადგენენ ანგარიშს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ამოცანების შესრულების შესახებ. მონიტორინგის შედეგები მოიცავს 2017-2020 წლების დღის წესრიგში განსაზღვრული მოკლევადიანი პრიორიტეტების ანალიზს.

საკონტაქტო პირი ანა ტოკლიკიშვილი - 595 221 999

13 თებერვალს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში "ინიციატივა საჯარო სივრცისთვის" წარმომადგენლის, იურისტ ანანო ცინცაბაძის და სამოქალაქო აქტივისტის, ქავთარაძის ქუჩის მცხოვრები ანა ქავთარაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: m2-ის მიერ საბურთალოზე ოთხი 12-სართულიანი კორპუსის დაგეგმილი მშენებლობის საკითხი. აქტივისტების პროტესტი და პასუხი m2-ის განცხადებაზე. რას გეგმავენ აქტივისტები.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

13 თებერვალს, 11:00 საათზე, ბიზნესმენი ნოდარ კაკაბაძე უფლებადამცველთან ერთად, „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: 2011 წლის ხმაურიანი საქმე, იარაღის უკანონო გადაზიდვის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენი, რომლის მიმართაც გამამართლებელი განაჩენი დადგა. დავა სახელმწიფოსთან და ზარალი, რომლის გადახდაც დაზარალებულისთვის სახელმწიფოს მოუწევს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19

(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

13 თებერვალს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ქალაქმგეგმარებელ ზურაბ ბაქრაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ე.წ. „ხრუშჩოვკების“ პრობლემა დედაქალაქში. m2-ის მიერ საბურთალოზე ოთხი 12-სართულიანი კორპუსის დაგეგმილი მშენებლობის საკითხი. პასუხი m2-ის განცხადებაზე.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

13 თებერვალს, 12:00 საათზე, როგორია ”მიგრანტთა პაქტის” შესახებ, საზოგადოებრივი აზრი საზოგადოებრივ ტრანსპორტში - ამის გასარკვევად ჯონდი ბაღათურია თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრებს და მგზავრებთან ერთად ”მიგრანტთა პაქტს” განიხილავს.

მის.: კოსტავას ქ. N68, საზოგადოებრივი მაუწყებლის გვერდით ავტობუსის გაჩერება

ტელ.: 599 47 74 45

13 თებერვალს, 13:00 საათზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

13 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში დოქტორის, პროფესორის ნიუ-იორკის ქართველოლოგიური ცენტრის "ბიბლია და საქართველო" დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის დენიზა სუმბაძის წიგნის – "ჩვენ განვკურნავთ დედამიწას სნეულებათაგან", წარდგინება მოხდება.

საკონტაქტო: ლია ამანათაშვილი 577-07-96-07

13 თებერვალს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, მოსამართლე დავით წერეთლის თავმჯდომარეობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კონკურსების კანონიერებაზე მეცნიერების საქმეზე, სხდომას გააგრძელებს და კომისიის თავმჯდომარეს ისტორიკოს ზაზა აბაშიძეს და კომისიის წევრებს დაკითხავს.

მის.: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კვ.მ #6, სართული 6

საკონტაქტო ტელ.: 599 291202

13 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა ჩატარდება, რომლის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრიფინგი გაიმართება.

მის.: ინგოროყვას ქ. #7

13 თებერვალს, 14:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული)

13 თებერვალს, ბრიუსელის დროით15:00 საათზე (საქართველოს დროით 18:00 საათზე) ევროპარლამენტში, ევროპარლამენტის პრეზიდენტის სახელზე, საქართველოს მოქალაქე ირინა ცააძე და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის" თავმჯდომარე მანანა ანდღულაძე განცხადებებს შეიტანენ სამ საქმეზე: გიორგი ცააძის და ირაკლი ფირცხალავას უკანონო პატიმრობის შესახებ; კობა თოდუას უკნონო პატიმარობის შესახებ; თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე

საკონტაქტო: 599024323

13 თებერვალს, 15:00 საათზე, ბორჯომში, სასტუმროში „CROWN PLAZA” ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელშეწყობით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UKaid-ის ფინანსური მხარდაჭერით განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიხსნება.

13 თებერვალს, 16:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

13 თებერვალს, 16:30 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

13 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი პროექტის „Women Empowerment Network - WEN” მონაწილეებს შეხვდება.

პარლამენტი, ოთახი N307 (A კორპუსი, III სართული)

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა