რუსთავის მერმა განათლების სამინისტროში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კონფერენცია „ერთად სკოლამდელი განათლების განვითარებისთვის“ გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ მიმართა, რომელმაც სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და არსებული პრობლემები მიმოიხილა.

მათივე ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამაც მიმართა. როგორც ტაბაღუამ აღნიშნა, 2 აპრილს „სკოლამდელი აღზრდის ეროვნული ასოციაციის“ დამფუძნებელი მუნიციპალიტეტები, მათ შორის რუსთავიც, ხელს მოაწერენ დეკლარაციას, სახელწოდებით „სკოლამდელი განათლება - ჩვენი პრიორიტეტული სოციალური პაკეტი“.

ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, „გადავარჩინოთ ბავშვები“-ს (Save the Children) პროექტის ფარგლებში, 2018 წლის 4 ივლისს ,,სკოლამდელი აღზრდის ეროვნული ასოციაცია შეიქმნა, რომელშიც რუსთავთან ერთად, 7 მუნიციპალიტეტი იყო გაერთიანებული

„ასოციაციაში დღეისათვის უკვე 38 მუნიციპალიტეტია გაწევრიანებული და იმედი მაქვს, რომ მასში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი გაერთიანდება, იმისათვის, რომ მოხდეს გამოცდილების გაზიარება, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგებისა და პერსონალის გადამზადება, ასევე არსებული პრობლემების დროულად და კოორდინირებულად გადაჭრა“, - განაცხადა ტაბაღუამ.

სამინისტროში გამართულ კონფერენციას, პროექტში „საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულების გზით“ ჩართული მუნიციპალიტეტების მერები, ბაგა-ბაღების გაერთიანებების ხელმძღვანელები, სკოლამდელი განათლების ასოციაციის თავმჯდომარე, სხვადასხვა სამინისტროების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, სკოლამდელი განათლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

ორგანიზატორების განცხადებით, კონფერენციის მიზანი, მონაწილეებისათვის აღნიშნული პროექტის განხორციელებისას მიღწეული შედეგების გაცნობა, ასევე ახლადჩამოყალიბებულ სკოლამდელი განათლების ეროვნულ ასოციაციასა და ცენტრალურ თუ ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაა.

შეხვედრის მონაწილეებმა სკოლამდელი განათლების დარგში მიმდინარე სიახლეები, არსებული გამოწვევები, წარმატებული პოლიტიკის შემუშავების გზები სკოლამდელი განათლების ეროვნული ასოციაციის განვითარების საკითხები განიხილეს.

კონფერენცია მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულების გზით“ ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციის ,,გადავარჩინოთ ბავშვები’’(Save the Children) და ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ ინიციატივით ჩატარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა