ხილიანზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

ხილიანზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ამ დროისთვის ლოკალიზებულია.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ადგილზე განუცხადეს, ამ ეტაპზე ძირითადი საფრთხეები მოხსნილია და არ არსებობს ხელახალი აალების ან სხვა სახლებზე გადასვლის საშიშროება. ადგილზე მობილიზებული სასწრაფო დახმარების ექიმების განცხადებით კი, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ტერიტორიაზე ასევე იმყოფება საბურთალოს რაიონის გამგებელი, რომლის განცხადებითაც, საჭიროების შემთხვევაში გამგეობა დაზარალებულებს შესაბამის დახმარებას გაუწევს.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა