მეზობლების ინფორმაციით, ხილიანზე ხანძრის გაჩენამდე მამაკაცი საკუთარ დედას ფიზიკურად გაუსწორდა

ხილიანზე, სადაც საცხოვრებელი სახლი დაიწვა, მეზობლები ვარაუდობენ, რომ ხანძარი განზრახ არის გაჩენილი.როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცახდეს, საცხოვრებელი სახლის მეპატრონე ხშირად იმუქრებოდა სახლის დაწვით. მათივე თქმით, 27 წლის მამაკაცი, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა, გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით და საკუთარ სახლს განზრახ ცეცხლი შარშანაც გაუჩინა. მეზობლების ინფორმაციითვე, ხანძრის გაჩენამდე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა დედას, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი გაუჩნდა. მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ ქალბატონი გარდაცვლილი იყოს.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. არსებული ინფრომაციით კი, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ცხედრის სამძებრო სამუშაოებს ატარებენ, თუმცა, ოფიციალურად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

იხილეთ ვიდეო: "დაწვა და წავიდა, ეხლა აქ რომ ტრაბახობს" - მე­ზობ­ლის თქმით, ხილიანზე ხან­ძრის გა­ჩე­ნამ­დე მამაკაცი დედას ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორდა, არ გამორიცხავენ ქალი გარდაცვლილი იყოს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს