არსებული ინფორმაციით, ხილიანზე, სადაც ხანძარი იყო, ოჯახის დიასახლისი ცოცხალია და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარშია გადაყვანილი

არსებული ინფორმაციით, ხილიანზე, სადაც საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, ოჯახის დიასახლისი ცოცხალია და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარშია გადაყვანილი. ამის თაობაზე შსს-ში ოფიციალურ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

„ინტერპრენიუსს“ შსს-ში მხოლოდ ის განუცხადეს, რომ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს სახლში ცხედარი არ აღმოუჩენიათ, ხოლო სახლში მცხოვრები ქალბატონი ამ ეტაპზე უსაფრთხოდ იმყოფება.

შსს პრესამსახურში განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

ადგილზე მუშაობა დაასრულეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგნელის ინფორმაციით კი, დამწვარია 30 კვადრატული მეტრი ფართობი.

შეგახსენებთ, რომ ხილიანზე, სადაც საცხოვრებელი სახლი დაიწვა, მეზობლები ვარაუდობენ, რომ ხანძარი განზრახ არის გაჩენილი.როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, საცხოვრებელი სახლის მეპატრონე ხშირად იმუქრებოდა სახლის დაწვით. მათივე თქმით, 27 წლის მამაკაცი, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა, გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით და საკუთარ სახლს განზრახ ცეცხლი შარშანაც გაუჩინა. მეზობლების ინფორმაციითვე, ხანძრის გაჩენამდე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა დედას, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი გაუჩნდა. მეზობლები არ გამორიცხავდნენ, რომ ქალბატონი გარდაცვლილიყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო