მოსწავლეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის სპეციფიკას გაეცნობიან

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში სკოლის მოსწავლეებისათვის ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების თემაზე რამდენიმედღიანი მოსამზადებელი კურსი დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, შეხვედრების ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნობიან ინფორმაციას პროკურატურის საქმიანობისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის სპეციფიკის შესახებ. მათივე ინფორმაციით, პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“ თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანი ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მართლწესრიგის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაა.

„სკოლის მოსწავლეებს დასავლეთ საქართველოს ოლქის პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი და ადგილობრივი პროკურორები შეხვდნენ. მიმდინარე სემინარების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, სასამართლო პროცესების სპეციფიკას და ბრალდების მხარის როლს. ასევე, დეტალურად განიხილება შესავალი და დასკვნითი სიტყვა, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა. მომზადება მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.

პროექტის დასკვნით ეტაპზე იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულ გუნდსა და საუკეთესო ინდივიდუალურ მონაწილეს ჟიური გამოავლენს. პროექტში „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მიერ შერჩეული 18 სკოლის მოსწავლე მონაწილეობს.

საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობაა. ამ მიმართულებით მიზნობრივი ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად ჩატარდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა