ბელგიაში საერთო ეროვნული გაფიცვა იწყება

ბელგიის საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახური საჰაერო სივრცის 24-საათის განმავლობაში დახურვის შესახებ იუწყება, რაც 13 თებერვლის საყოველთაო ეროვნულ გაფიცვას უკავშირდება. ამის შესახებ „Le Soir“ იუწყება. საჰაერო სივრცე 12 თებერვლის 22:00 საათიდან 13 თებერვლის 22:00 საათამდე დაიკეტება.

გასულ კვირას, ბელგიის უმსხვილესმა ავიაკომპანია „Brussels Airlines“-მა გაფრთხილება გაავრცელა, რომ 13 თებერვალს ქვეყანაში დაგეგმილ გაფიცვასთან დაკავშირებით ყველა რეისი გაუქმდება. ქვეყნის პროფკავშირები ხელფასის მომატებას, დასვენების დროის გახანგრძლივებასა და პენსიების მატებას მოითხოვს. მოსალოდნელია, რომ გაფიცვა შეეხება საზოგადოების, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის დიდ ნაწილს. ასევე ცნობილია, რომ ოთხშაბათს ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ორდღიანი სამიტი იწყება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს