თურქეთში „ფეტოსთან“ კავშირის გამო 729 ადამიანი დააკავეს

სამშაბათს, თურქეთში საყოველთაო ეროვნული რეიდების შედეგად, 729 ადამიანი დააკავეს, რომლებიც „ფეტოსთან“ არიან დაკავშირებული და 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ბრალდებათ. ამის შესახებ „ფრანსპრესი“ იუწყება.

ანკარის პროკურატურის ინფორმაციით, ადგილობრივ მთავრობებს 75 პროვინციაში 1112 ადამიანის სახელები გადაუგზავნეს, რომელთა მიმართაც გამოძიება მიმდინარეობს. ისინი ამერიკაში მცხოვრებ სასულიერო პირ ფეთჰულა გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი.

ბოლო კვირის განმავლობაში, უფლებადამცველების კრიტიკის მიუხედავად, თურქეთის მთელ ტერიტორიაზე რეგულარულად ტარდებოდა რეიდები ორგანიზაციის სავარაუდო წევრთა წინააღმდეგ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა