ხატია დეკანოიძე - შემრცხვა, როდესაც ხელისუფლება უსაფრთხოების სამსახურს იყენებს იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელოს ფარული მიყურადება

შემრცხვა, როდესაც ხელისუფლება აგზავნის და იყენებს უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელოს ფარული მიყურადება, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ამით საერთაშორისო კონვენცია დაარღვია, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს. „ძალიან შემრცხვა, როდესაც ხელისუფლება აგზავნის და იყენებს საკუთარი უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელოს ფარული მიყურადება და თვალთვალი. ეს ყველაფერი არის საერთაშორისო კონვენციის დარღვევა, მათ შორის იმ კონვენციის, რომელზეც მიერთებულია საქართველო. ასეთი სცენარი საქართველოში ბევრჯერ გვინახავს, მაგალითად, კორცხელში, არჩევნებზე, მაგრამ თუ ასეთ რამეს შუა ევროპაში ვნახავდი, არ ველოდი“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

იხილეთ ვიდეო: "ხელისუფლება იყენებს უსაფრთხოების სამსახურს, რომ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელოს ფარული მიყურადება და თვალთვალი" - ხატია დეკანოიძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა