მედიის ინფორმაციით, ევროკავშირი და აშშ ქერჩის სრუტეში უკრაინელი მეზღვაურების დაკავების გამო, რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე მუშაობენ

ევროკავშირი და აშშ რუსეთის მიერ უკრაინელი მეზღვაურების დაკავების საპასუხოდ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე მუშაობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ტელეარხი Sky News წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეარხის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი და ევროპელი მოკავშირეები მოითხოვენ, რომ რუსეთთან მიმართებაში შემზღუდველი ზომების დაწესების გამოცხადება უახლოეს კვირებში მოხდეს.

ამავდროულად გაზეთი Financial Times იუწყება, რომ რუსეთთან მიმართებაში სანქციების დაწესების საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნება განხილული, რომელიც ორშაბათს გაიმართება, ხოლო სანქციები კი მარტის ბოლომდე ამოქმედდება.

წყაროს ინფორმაციით, სანქციები იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეეხება, ვისაც კავშირი აქვთ გასული წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში უკრაინელი მეზღვაურების დაკავებასთან.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტეში ორი უკრაინული კატერი და ბუქსირი დააკავეს. კიევში განმარტავენ, რომ ხომალდები ყველა ნორმის დაცვით მოძრაობდნენ, თუმცა „ეფ ეს ბე“-ში ამტკიცებდნენ, რომ მეზღვაურები სახიფათო მანევრებს ასრულებდნენ, მათ შესაჩერებლად კი რუს სამხედროებს ცეცხლის გახსნა მოუწიათ. შედეგად 6 უკრაინელი მეზღვაური დაიჭრა. 24 უკრაინელი მეზღვაური რუსული მხარის მიერ არის დაკავებული. მათ ბრალი რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლით წაუყენეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო