„ლიბერთინსის“ ორგანიზებით, ახალი გამოცემის „შენ გამოიგონე“ წარდგენა გაიმართება

15 თებერვალს, „აზროვნების აკადემიაში“ (იოსებიძის #57) „ლიბერთინსის“ ორგანიზებით, ახალი გამოცემის „შენ გამოიგონე“ წარდგენა გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L”-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ფრანჩესკა ზაპიას სადებიუტო ნაწარმოები „შენ გამოიგონე“, რომელიც შიზოფრენიით დაავადებულ გოგონაზე მოგვითხრობს, New York Time-ის ბესტსელერია; თარგმნილია 13 ენაზე და მსოფლიოს მასშტაბით, მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.

„ლიბერთინსის“ ერთ-ერთი წევრის ნათია ჩხიტუნიძის თქმით, ამ ნაწარმოებში ყველაფერია, რის გამოც შეიძლება წიგნი გადაშალოთ.

„სიუჟეტი, რომელიც წიგნში ვითარდება, ეხება ისეთ პრობლემებს, რაზეც თინეიჯერები ხშირად არ საუბრობენ. ღონისძიებაზე მოწვეული ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა წიგნის მთავარი გმირის ფსიქოლოგიურ პრობლემებსა და ზოგადად, თანამედროვე თინეიჯერების ფსიქოლოგიაზე ისაუბრებს. ლექციის ფორმატი თინეიჯერებს საშუალებას მისცემს დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და შეეხონ ისეთ თემებს, რომლებზეც ძირითადად არ საუბრობენ.

ღონისძიებაზე, ასევე გაიმართება ფოტო-ფსიქოტესტები და ვიქტორინა, რომელში გამარჯვებულებიც სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.

„შენ გამოიგონეს“ ქართულ გამოცემაში საინტერესოა არა მარტო შინაარსი, არამედ დიზაინიც. წიგნს ორი ყდა აქვს და მისი გარეკანი ჩვეულებრივისაგან განსხვავდება.

„ლიბერთინსი“ არის თინეიჯერების ჯგუფი, რომელიც კითხულობს და არჩევს მათ თაობაში თანამედროვე, პოპულარულ, უცხოურ ლიტერატურას, რომელსაც შემდგომ გამომცემლობა „პალიტრა L“ ქართულ ენაზე გამოსცემს.

ფრანჩესკა ზაპიას ნაწარმოებიც, „შენ გამოიგონე“ „ლიბერთინსელების“ არჩევანია”, - ნათქვამია გამომცემლობის მიერ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა