ევროკავშირის ელჩი ეკა ბესელიას ინიციატივაზე - მცდელობა მიმართულია ზოგადად იქითკენ, რომ მართლმსაჯულება, სასამართლო რეფორმა გახდეს უფრო სანდო

მცდელობა მიმართულია ზოგადად იქითკენ, რომ მართლმსაჯულება, სასამართლო რეფორმა გახდეს უფრო სანდო, - ასე შეაფასა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დეპუტატ ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების ინიციატივა მოსამართლეების უვადოდ გამწესების შეჩერებასთან დაკავშირებით.

„სასამართლო რეფორმას ჩვენ სხვა საელჩოებთან, ოგანიზაციებთან ერთად ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს. მიგვაჩნია, რომ წესები და კრიტერიუმები, რომლებიც უნდა შემუშავდეს უნდა იყოს ნათელი, გამჭვირვალე და სანდო. ეს აუცილებელია ქართული მართლმსაჯულებისთვის. აუცილებელია, იმისთვის, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში იყოს ნდობა, ნდობა არა მარტო საქართველოს მოქალაქეების თვალში, ასევე ინვესტორების. რაც შეეხება ეკა ბესელიას ინიციატივას, ჩემთვის გასაგებია რატომ გამოვიდა ის ამ ინიციატივით, თუმცა მე არ ვარ ის ადამიანი, რომელმაც ეს უნდა შეაფასოს. ჩემი მხრივ, გასაგებია, რომ მცდელობა მიმართულია ზოგადად იქითკენ, რომ მართლმსაჯულება, სასამართლო რეფორმა გახდეს უფრო სანდო და მთელი ეს მცდელობა ამით არის განპირობებული", - აცხადებს კარლ ჰარცელი.

იხილეთ ვიდეო:

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს