ანზორ აბრალავა - ჩემი შვილი არ არის ისეთი, რომ რაღაც აიღოს, „რუსთავი 2"-ს უნდა ასე გაასაღოს - სარეცხი მანქანა, მაცივარი უნდა გამოეტანა? ეს დაბალი პროფესიული დონეა

ჩვეულებრივი, ენერგიული ახალგაზრდაა, მაგრამ მას მსგავსი რაღაცის მიდრეკილება საერთოდ არ გააჩნია. შინაგანად არ არის ასეთი, რომ რაღაც აიღოს, ამას გამოვრიცხავ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ვანო ზარდიაშვილის სიმამრმა, ანზორ აბრალავამ განუცხადა.

ის კატეგორიულად გამორიცხავს მისი შვილის, გრიგოლ აბრალავას მიერ ნორვეგიაში ქურდობის ჩადენის ფაქტს.

"ჩემ შვილს გუშინწინ ვესაუბრეთ. როდის დააკავეს, არ ვიცი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა დაკავება, მაგრამ როგორც მე ვიცი, მას ბრალი არ უმტკიცდება. ამას რატომ არ აცხადებენ? გაირკვევა ყველაფერი, მის წინააღმდეგ სამხილი არ არის. ჩვეულებრივი, ენერგიული ახალგაზრდაა, მაგრამ მას მსგავსი რაღაცის მიდრეკილება საერთოდ არ გააჩნია. შინაგანად არ არის ასეთი, რომ რაღაც აიღოს, ამას გამოვრიცხავ. "რუსთავი2", - ს უნდა ასე გაასაღოს. ტექნიკას იპარავდნენო. სარეცხი მანქანა, მაცივარი უნდა გამოეტანა? - ეს დაბალი პროფესიული დონეა. ჩამოვა და ყველაფერს პასუხს გასცემს, პასუხის გაცემის სხვადასხვა ფორმა არსებობს და ამის შესაძლებლობა ადამიანს უნდა მიეცეს", - აღნიშნა აბრალავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ნორვეგიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი გრიგოლ აბრალავაა. გავრცელებული ინფორმაციით, აბრალავა უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმაა.

გრიგოლ აბრალავა ბოლო წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტის“ თანამშრომელი იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აუდიტის სამსახურში განუცხადეს, აბრალავამ იანვრის ბოლოს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა, „იქამდე კი შვებულება აიღო“.

რაც შეეხება დანარჩენ ორ დაკავებულს, „კურიერის“ ინფორმაციით, გრიგოლ აბრალავასთან ერთად ნორვეგიაში დააკავეს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ისნის განყოფილების უფროსი გიორგი კიკნაძე, რომელმაც ნორვეგიაში წასვლამდე, ასევე, შვებულება დაწერა და ამ დრომდე მერიის მოქმედ თანამშრომლად ითვლება. კიდევ ერთი დაკავებული პირი კი, არსებული ინფორმაციით, გრიშა მარღანიაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა