ნარკობარონი „ელ ჩაპო“, რომელსაც აშშ-ში 155 ტონა კოკაინის შეტანა ედება ბრალად, ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს

აშშ-ში, ბრუკლინის ფედერალურ სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ნარკობარონი, მექსიკური ნარკოკარტელის „სინალოას“ ლიდერი ხოაკინ („ელ ჩაპო“) გუსმანი დამნაშავედ სცნეს.

აღნიშნული სასამართლო პროცესი ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ხოაკინ გუსმანს ბრალად ედებოდა აშშ-ში 155 ტონა კოკაინის და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების შეტანა.

ხოაკინ გუსმანი („ელ ჩაპო“) მექსიკური ნარკოკარტელის „სინალოას“ ხელმძღვანელი იყო. 2012 წელს ის მექსიკაში დააკავეს, თუმცა შემდეგ გაქცევა მოახერხა. 2016 წელს მექსიკელმა სამართალდამცველებმა ის კვლავ დააკავეს, რის შემდეგაც მისი ექსტრადირება მოხდა აშშ-ში. გასული წლის ნოემბერში სასამართლომ მისი საქმის განხილვა დაიწყო.

სასამართლო ვერდიქტს მიმდინარე წლის ივნისში გამოიტანს და სავარაუდოდ, მას სამუდამო პატიმრობა მიესჯება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს