„მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების“ ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 1-ელი მარტიდან შევა

სურსათის ეტიკეტირების ახალ წესთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიზნესსექტორთან აქტიურად თანამშრომლობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების“ ტექნიკურ რეგლამენტზე დამატებითი განმარტებები გაკეთდა.

უწყების ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესსექტორთან ნებისმიერი ახალი რეგულაციის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდების მიზნით.

მათივე ინფორმაციით, „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების“ ტექნიკური რეგლამენტი პირველი მარტიდან შევა ძალაში. პროდუქციაზე ვადის ამოწურვამდე გარდამავალი პერიოდის რეგულაცია გავრცელდება. როგორც უწყებაში აცხადებენ, ეს პერიოდი ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდისთვის მაქსიმალურად იქნება გამოყენებული.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, ბიზნესომბუდსმენის აპარატის, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართულობითა და დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის მონაწილეობით ინტენსიური შეხვედრები გაიმართება. ბიზნესოპერატორებს რეკომენდაციები და განმარტებები მიეცემათ იმისათვის, რომ რეგულაციის აღსრულება ეფექტიანად განხორციელდეს. მომზადებულია „სახელმძღვანელო მითითებები - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესახებ“, რომელიც განთავსებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდებზე: http://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/9398; http://nfa.gov.ge/uploads/other/7/7630.pdf. https://we.tl/t-ouO1UHhK2I

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა