მარნეულში მერის ვადამდელი არჩევნები მაისში ან ოქტომბერში გაიმართება

იმ შემთხვევაში, თუ მარნეულის მერს თემურ აბაზოვს უფლებამოსილება 15 თებერვლამდე შეუჩერდება, მარნეულში რიგგარეშე არჩევნები მაისის თვეში ჩატარდება,- ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განუცხადა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილების შეწყვეტა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შუალედში მოხდება, მისი განმარტებით, რიგგარეშე არჩევნები ოქტომბრის თვეში გაიმართება.

„კიდევ არის რამდენიმე ოლქი, სადაც მერის ვადამდელი არჩევნები ჩატარდება მაისში. კონკრეტულად არჩევნები იქნება მაისის დასაწყისში თუ დასასრულს, ამას ახლა ვერ დავაკონკრეტებ, რადგან კანონმდებლობით არჩევნების თარიღი დგინდება განკარგულებით და ამის შესახებ ცნობილი ხდება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა მარნეულის საკრებულოს მერის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გუშინ მიმართა. როგორც აბაზოვმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ ის ამ ეტაპზე ბრალდებულის სტატუსის მქონე პირია, მიზანშეწონილად მიიჩნია მოეხსნა მერის უფლებამოსილება.

თემურ აბაზოვი პროკურატურამ შარშან, 13 ივნისს დააკავა. მას ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ედება ბრალად. სასამართლომ აბაზოვი პატიმრობიდან 13 დეკემბერს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო