წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2019 წლის იანვარში იმპორტი 6.5 მლნ დოლარით შემცირდა

„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.2%-ით 826.8 მლნ. აშშ დოლარამდე გაიზარდა.

აქედან, ექსპორტი 238.8 მლნ. აშშ დოლარი იყო , რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდს 7.2 %-ით აღემატება, იმპორტი 6.5 მლნ დოლარითაა (1.1%-ით) შემცირებული და 588 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

2019 წლის იანვარში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 349.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2 % შეადგინა .

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა