5 წლის ასაკის ბავშვების სკოლაში მიღების საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგიდან მოხსნილია

5 წლის ასაკის ბავშვების სკოლაში მიღების საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგიდან მოხსნილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განუცხადა, სკოლის დაწყების ასაკის ცვლილების გადაწყვეტილების გადახედვის პროცესში ორი ძირითადი ბარიერია.

„ეს არის ერთ-ერთი საკმაოდ სენსიტიური საკითხი. ძალიან ბევრი მშობელი მიმართავს აღნიშნული თხოვნით, თუმცა გადაწყვეტილება სკოლის დაწყების ასაკის ცვლილებასთან დაკავშირებით არ არის დამოკიდებული მხოლოდ პოლიტიკის შემუშავების პროცესსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა დამოკიდებულებაზე ან თუნდაც იმ დამოკიდებულებებზე, რომელიც არსებობს როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული გამოცდილებიდან“, - განაცხადა ჯაშმა.

მისივე თქმით, სკოლის ასაკის ბარიერის მოხსნას არასაკმარისი სასკოლო ინფრასტრუქტურა და სკოლამდე მზაობის შეფასების ინსტრუმენტის არ არსებობა უშლის ხელს.

,,პირველი გახლავთ არასაკმარისი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები სკოლებში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში და პირველ რიგში თბილისში. თუ მივიღებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად 15-დან 20 ათასამდე დამატებითი პირველკლასელის მისაღებად - რაც დღევანდელი მდგომარეობით არ არის რეალისტური. მეორე - იმ ქვეყნებში, სადაც ხდება გამონაკლისი წესით არასავალდებულო ასაკში მოსწავლეების მიღება, არსებობს სასკოლო მზაობის შეფასებების ინსტრუმენტები, რომელიც ინერგება სკოლის, მუნიციპალიტეტის, შტატის საგანმანათლებლო უწყებების დონეზე და მხოლოდ ამის შემდგომ ხდება ბავშვთა რეგისტრაცია სკოლებში. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ვაგრძელებთ მუშაობას, თუმცა მე არ მინდა შეიქმნას მოლოდინები, რომ მიმდინარე წელს ჩვენ შეიძლება გვქონდეს ცვლილებების შესაძლებლობა“, - განაცხადა ჯაშმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს