გაერო-ში აშშ-ს ელჩის მოადგილე - აშშ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეინარჩუნებს, ვიდრე კიევი დონბასზე და ყირიმზე კონტროლს არ აღადგენს

აშშ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეინარჩუნებს, ვიდრე კიევი დონბასზე და ყირიმზე კონტროლს არ აღადგენს, - ამის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაერო-ში აშშ-ს ელჩის მოადგილემ ჯონათან კოენმა განაცხადა.

აშშ-ს წარმომადგენელის თქმით, „ანტირუსული სანქციები მანამ იმოქმედებს, ვიდრე რუსეთი სრულად არ შეასრულებს მინსკის შეთანხმებებს“.

„რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებული სანქციები ძალაში დარჩება, ვიდრე ყირიმი კიევის კონტროლის ქვეშ არ მოექცევა. თავის მხრივ ვაშინგტონი მიესალმება უკრაინის ხელისუფლების მიერ მინსკის შეთანხმებების შესრულებას“, - განაცხადა ჯონათან კოენმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

ალექსეი მალაშენკო - სირიაში ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო,  ბაშარ ასადის შესანარჩუნებლად მოსკოვს ანკარასთან და თეირანთან კომპრომისებზე წასვლა უწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში