ანგარიშის თანახმად, სახელმწიფოს არ შეუმუშავებია ბავშვთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა

სახელმწიფოს არ შეუმუშავებია ბავშვთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა, - ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც საქართველო - ევროკავშირის 2017 -2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას ეხება ბავშვთა უფლებების შეფასების ნაწილში.

დოკუმენტიის მიხედვით, სახელმწიფოს არ გაუტარებია სათანადო ზომები, რომელიც უზრუნველყოფდა მართლმსაჯულებაზე წვდომას ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის, ასევე, სახელმწიფო ცხელი ხაზი ბავშვებისთვის არ მუშაობს ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში.

„ხაზი გასმული იყო ორი მიმართულებით: სახალხო დამცველისთვის ხელშეწყობა და ბავშვთა დაცვა ძალადობისგან. ვნახეთ, რომ სახალხო დამცველს არათუ ხელი ეწყობა, არამედ შენობაც არ აქვს და თანხების, რომელიც უნდა ყოფილიყო ბავშვთა უფლებებზე გამოყოფილი, უკვე მათ ქირაზე უწევთ დახარჯვა, რომელიც რა თქმა უნდა შეუსაბამოა. რაც შეეხება ბავშვთა დაცვას ძალადობისგან, აღმოვაჩინეთ, რომ მთავრობა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულებაში წერს იმ ბრძანების დამტკიცებას, რომელიც უკვე 2010 წელს იყო დამტკიცებული. ანუ, ეს ბრძანება დიდი ხანია არსებობდა, მათ ამ ბრძანების უკვე დადგენილების სახით მიღება, როგორც ახალი ღონისძიება, ისე შეიტანეს. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვიკვირს, რატომ არის არაეფექტური ბავშვთა დაცვა ძალადობისგან. თუ ჩვენ ძველ ქმედებებს და ღონისძიებებს ჩავთვლით ბავშვთა დაცვის ახალ ღონისძიებებად, რა თქმა უნდა პროგრესს ვერასდროს მივაღწევთ“, - განაცხადა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელმა ანა არგანაშვილმა.

დღეს გამოქვეყნებული ახალი ანგარიში საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას ეხება. მონიტორინგი და ანალიზი არასამთავრობოთა არაფორმალურმა კოალიციამ „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით განახორციელა.

ანგარიშში შეფასებულია 2017 წლიდან დღემდე დღის წესრიგში განსაზღვრული მოკლევადიანი პრიორიტეტების შესრულება და მათი ხარისხი. ასახულია მიღწევები და ხარვეზები ბავშვთა და ქალთა უფლებების, გარემოს დაცვის, ანტიკორუფციული სისტემის და საჯარო სამსახურის რეფორმის, მართლმსაჯულების რეფორმის, შრომითი სტანდარტებისა და პროფესიული კავშირების უფლებების, სოციალური პოლიტიკის მიმართულებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა