პოლონეთში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ბიზნესფორუმი გაიმართა

პოლონეთში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ბიზნესფორუმი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ აცნობეს, პოლონური კომპანია Gembiak-Mikstacki საქართველოში მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. კერძოდ, კომპანია იმერეთის რეგიონში, ქუთაისში სამშენებლო და საგზაო ინფრასტურქტურისთვის საჭირო პროდუქციის მწარმოებელი ქარხნის აშენებას გეგმავს.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული პოლონეთში გამართული ბიზნესიფორუმის მსვლელობისას გახდა ცნობილი. ბიზნესფორუმი “DOING BUSINESS IN GEORGIA” 12 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და ვიელკოპოლსკას რეგიონის განვითარების ფონდის ორგანიზებით ქალაქ პოზნანში გაიმართა.

ბიზნესფორუმის მუშაობაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე სულაბერიძე მონაწილეობდა, რომელმაც პოლონურ კომპანიებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და უძრავი ქონებისა და წარმოების სექტორში კონკრეტული პროექტები გააცნო.

ფორუმის ფარგლებში, ასევე, პოლონურ კომპანიებთან ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა