რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კონფერენციაზე „ადგილობრივი დემოკრატია საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივები” სიტყვით გამოვიდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ნორვეგიისა და საქართველოს ადგილობრივ ხელისუფლებათა ასოციაციების თანამშრომლობის პროგრამის შემაჯამებელ კონფერენციაზე“ ადგილობრივი დემოკრატია საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივები” სიტყვით გამოვიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სესია ადგილობრივი დემოკრატიის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს მიეძღვნა. კონფერენციაზე საქართველო ევროპის კავშირის ასოცირების ხელშეკრულებასა და ევროპის საბჭოს კონგრესის რეკომენდაციებზე პრეზენტაციები მოისმინეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ როსებაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია თემაზე - დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2019-2025 წლები.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრა 14 თებერვალსაც გაგრძელდება, კონფერენცია ნორვეგიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პარტნიორობით იმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს