„ჰუალინგ ჯგუფი“, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ ტერიტორიაზე სასტუმრო უნდა აეშენებინა, ყოველდღიურად 500 ლარით დაჯარიმდება

„ჰუალინგ ჯგუფს“ საინვესტიციო ვალდებულებების მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება 2019 წლის 21 აპრილამდე აქვს. ამის შემდეგ კომპანია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 500 ლარით დაჯარიმდება.

„სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, 2015 წელს „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე თბილისში, ჭანტურიას ქუჩა N12-ში მდებარე „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს“ ყოფილი შენობა ელექტრონულ აუქციონზე გაყიდა. აუქციონში გამარჯვებულად სს „Hualing international special economiczone“ გამოვლინდა და საპრივატიზაციო პირობების მიხედვით კომპანიამ 2019 წლის 21 აპრილამდე ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს მშენებლობა უნდა უზრუნველყოს. ხელშეკრულების მიხედვით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კომპანიას დაერიცხება 500 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო,“ - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში.

„ჰუალინგ ჯგუფს“ ვალდებულების შესასრულებლად დაახლოებით ორი თვე რჩება. იმის გასარკვევად, რატომ არ გასცეს კომპანიაზე ამ დრომდე მშენებლობის ნებართვა, „ინტერპრესნიუსი“„მერიის არქიტექტურის სამსახურს დაუკავშირდა“.

როგორც უწყებაში აცხადებენ, „კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ“ მშენებლობის პროექტის ესკიზი არ დაამტკიცა, ამიტომ ჯერ საუბარი არაა სამშენებლო ნებართვასთან დაკავშირებით.

„2018 წლის 18 აპრილის ბრძანების მიხედვით „კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ“ კომპანიის მიერ პირველად შემოტანილი ესკიზი მოიწონა, თუმცა გარკვეული რეკომენდაციები ჰქონდათ საბჭოს წევრებს, რომლის გათვალისწინებითაც კომპანიას პროექტი უნდა წარმოედგინა, თუმცა ამის შემდეგ 2018 წლის 17 სექტემბერს ახალი ესკიზი შემოიტანეს, რომელიც საბჭომ არ დაამტკიცა მომატებული მოცულობებიდან გამომდინარე. ამის შემდეგ კომპანიას არქიტექტურის სამსახურისთვის აღარ მოუმართავს,“- აცხადებენ „მერიის არქიტექტურის სამსახურში“.

„თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის“ ესკიზის დამტკიცების შესახებ უარყოფით გადაწყვეტილებაში რეკომენდაციის სახით აღნიშნულია, რომ "სასურველია, შენარჩუნდეს არსებული შენობის ძირითადი პარამეტრები. ახალი შენობა არ უნდა ასცდეს არსებულის კონტურებს და სიმაღლეს."

როგორც „ჰუალინგ ჯგუფში“ აცხადებენ, მათ ეს დასკვნა არ გაუსაჩივრებიათ. კომპანიაში ამჟამად პროექტზე მუშაობენ, თუმცა სამუშაოს დაწყების ვადას და პროექტის სხვა დეტალებს ვერ აკონკრეტებენ.

„ჯერჯერობით სამშენებლო ნებართვა არ გვაქვს. თავდაპირველად შეთანხმებული ესკიზის მიხედვით ვმუშაობთ არქიტექტურულ პროექტზე, რომლის დამტკიცების შემდეგაც დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. იგეგმება დაახლოებით 120-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა“,- თავის მხრივ, განაცხადეს „ჰუალინგ ჯგუფში“.

ცნობისთვის, ჭანტურიას N12-ში მდებარე შენობა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იყო განთავსებული, 2015 წლის 26 ივნისს 9 მილიონ 450 ათას აშშ დოლარად გაიყიდა. ეკონომიკის სამინისტრომ შენობა 2016 წელს დაცალა და ჭოველიძის ქუჩაზე, ნაქირავებ შენობაში გადავიდა. დღეის მდგომარეობით კი, სამინისტრო იუსტიციის სახლში, ყოფილი ენერგეტიკის სამინისტროს შენობაშია განთავსებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს