„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, ნორვეგიაში დაკავებული გიორგი კიკნაძე პარტიაში არასდროს ყოფილა

პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი ჩაკვეტაძის ინფორმაციით, ნორვეგიაში დაკავებული გიორგი კიკნაძე „ქართული ოცნების“ ისნის რაიონული ორგანიზაციის უფროსი არასდროს ყოფილა და არც პარტიულ საქმიანობას ეწეოდა.

ამის შესახებ ჩაკვეტაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„ჩემი ინფორმაციით, ეს ადამიანი არის „თბილსერვისის“ მოქმედი თანამშრომელი, აღნიშნულ უწყებას კი 1000-მდე თანამშრომელი ყავს. როგორც ვიცით, შვებულება ჰქონდა დაწერილი და ისე იყო წასული ნორვეგიაში. ის არ არის პარტიის წევრი და მითუმეტეს, ახალგაზრდული ფრთის. უკვე წლებია, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ვარ და გიორგი კიკნაძე არასოდეს ყოფილა პარტიაში, მითუმეტეს, ისნის ორგანიზაციაში. შეიძლება ინდივიდუალურად იყო ჩართული და ეხმარებოდა ვინმეს სხვადასხვა პროცესში, რადგან ძალიან ბევრი ახალგაზრდაა ჩვენს ირგვლივ და გიორგი კიკნაძესთანაც შეიძლება ვინმეს ჰქონდა ურთიერთობა“, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ნორვეგიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი გრიგოლ აბრალავაა. აბრალავა უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმაა.

გრიგოლ აბრალავა ბოლო წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტის“ თანამშრომელი იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აუდიტის სამსახურში განუცხადეს, აბრალავამ იანვრის ბოლოს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა, „იქამდე კი შვებულება აიღო“.

რაც შეეხება დანარჩენ ორ დაკავებულს, „კურიერის“ ინფორმაციით, გრიგოლ აბრალავასთან ერთად ნორვეგიაში დააკავეს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ისნის განყოფილების უფროსი და „ქართული ოცნების“ ისნის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი კიკნაძე, რომელმაც ნორვეგიაში წასვლამდე, ასევე, შვებულება დაწერა და ამ დრომდე მერიის მოქმედ თანამშრომლად ითვლება. კიდევ ერთი დაკავებული პირი კი, არსებული ინფორმაციით, გრიშა მარღანიაა.

იხილეთ ვიდეო: "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, ნორვეგიაში დაკავებული გიორგი კიკნაძე პარტიაში არასდროს ყოფილა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა