ანზორ აბრალავა - ვიდრე ვანო ზარდიაშვილი გახდებოდა ჩემი სიძე, ჩემი შვილებიც იყვნენ წარმატებულები

ვიდრე ვანო ზარდიაშვილი გახდებოდა ჩემი სიძე, ჩემი შვილებიც იყვნენ წარმატებულები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ვანო ზარდიაშვილის სიმამრმა, ანზორ აბრალავამ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, მისი ოჯახისა და ვანო ზარდიაშვილის წინააღმდეგ მიზანმიმართულად ავრცელებენ კრიმინალთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

„ქართველები ემოციურები ვართ, ამიტომ შეიძლება მეფიქრა, რაღაც კონფლიქტი მოხდა-მეთქი, მაგრამ მსგავსი ქმედებისკენ, ქურდობისკენ ჩემს შვილს მიდრეკილება არ აქვს. მაშინაც კი, როცა სჭირდებოდა და შეეძლო რამე აეღო, არ აუღია. უნდათ ააგორონ ვანო ზარდიაშვილზე, რომ კრიმინალები, ქურდები, ყაჩაღები არიან მის გარშემო. არ შეიძლება ყველაფერზე ასე ვილაპარაკოთ", - აცხადებს აბრალავა.

ის უარყოფს ინფორმაციას, რომ რაიმე სახის ბიზნესს ფლობს და აცხადებს, რომ არათუ ბიზნესი, ბანკიდან სესხიც კი აქვს გამოტანილი.

„ვიდრე ვანო ზარდიაშვილი გახდებოდა ჩემი სიძე, ჩემი შვილებიც იყვნენ წარმატებულები. ჩემი ქალიშვილი ლონდონში ერთ-ერთ სერიოზულ ორგანიზაციაში მუშაობს. ლონდონში ტონი ბლერთან და ტეტჩერთან ჩავაწყვე, რომ ჩემი შვილის პერსპექტივა განმესაზღვრა?

ეს ყველაფერი მიზანმიმართულია, თავის დროზე, ეს ჩემს მიმართაც ხორციელდებოდა, როცა პარლამენტის წევრი გავხდი. ეს არის სააკაშვილის „ბანდა", რომელიც შანტაჟისტური იდეოლოგიით ცხოვრობს და მთელი ერი ასეთი მუდმივი რყევის ქვეშ უნდა იყოს", - აცხადებს აბრალავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო