ანგარიშის თანახმად, გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ზომების მიღების თვალსაზრისით ამოცანა სრულად შესრულდა

სრულად შესრულდა ამოცანა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ზომების მიღების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც საქართველო-ევროკავშირის 2017 -2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას ეხება.

როგორც ანგარიშშია მოცემული: „გაძლიერდა კანონის აღსრულების მექანიზმი, ამაღლდა მოსახლეობის ცნობიერება, მათ შორის სოფლებსა და უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და ისეთ პროფესიულ ჯგუფებში, როგორიცაა პოლიცია. ძალადობის მსხვერპლთათვის გაჩნდა საკონსულტაციო მომსახურება და შეიქმნა თავშესაფრები.“

ანგარიშის მიხედვით, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულებულა თანასწორობის ნაწილში.

„არ შესრულებულა ასოცირების დღის წესრიგის ამოცანა, რომელიც გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებას და სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა, ისევე როგორც უმცირესობების წარმომადგენელთა თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფას გულისხმობს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2018 წლის მარტში პარლამენტმა კვლავ არ დაუჭირა მხარი სავალდებულო გენდერული კვოტების კანონპროექტს.

დღეს გამოქვეყნებული ახალი ანგარიში საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას ეხება. მონიტორინგი და ანალიზი არასამთავრობოთა არაფორმალურმა კოალიციამ "ღია საზოგადოების ფონდის" მხარდაჭერით განახორციელა.

ანგარიშში შეფასებულია 2017 წლიდან დღემდე დღის წესრიგით განსაზღვრული მოკლევადიანი პრიორიტეტების შესრულება და მათი ხარისხი. ასახულია მიღწევები და ხარვეზები ბავშვთა და ქალთა უფლებების, გარემოს დაცვის, ანტიკორუფციული სისტემის და საჯარო სამსახურის რეფორმის, მართლმსაჯულების რეფორმის, შრომითი სტანდარტებისა და პროფესიული კავშირების უფლებების, სოციალური პოლიტიკის მიმართულებით. დოკუმენტი დღეს ავტორებმა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო