ირაკლი სესიაშვილი - მაშინ, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო, აქ პრეზიდენტი ვერ იქნება

მაშინ, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო, აქ პრეზიდენტი ვერ იქნება, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმირებას ითვალისწინებს.

"ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო იმისათვის, რომ მთავრობის დონეზე მოხდეს უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია. ეს არის პრემიერის სათათბირო ორგანო, სადაც შესაბამის უწყებებს საშუალება ექნებათ, მეტი კოორდინაციით, ნაკლები რესურსის დანახარჯით მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების გაზრდა და მოემსახურონ ქვეყნის უსაფრთხოებას. ბუნებრივია, მაშინ, როდესაც ეს არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო, აქ პრეზიდენტი ვერ იქნება. ეს ორგანო არ იღებს არანაირ გადაწყვეტილებას, ეს არის მხოლოდ სათათბირო ორგანო. ხშირ შემთხვევაში ეშლებათ ხოლმე ჩვენს ოპონენტებს, როდესაც საუბრობენ, რატომ არ არის ჩართული პრეზიდენტი. პრეზიდენტი ვერ იქნება ჩართული იქ, სადაც პრემიერი იღებს რჩევას, ან ხდება მსჯელობა და კოორდინაციის საკითხების განსაზღვრა. ეს არის მთავრობის უფლებამოსილება და საერთო ჯამში, გადაწყვეტილებებს ბუნებრივია, იღებს მთავრობა,"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

"ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის შედეგად, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სათათბირო ორგანო - ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიქმნება. საბჭოს რვა მუდმივი წევრისგან შედგება და ესენი არიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური.

საბჭოს მდივნის ფუნქცია საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს დაეკისრება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო